ჩვენს შესახებ - ცენტრის შესახებ

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი კვალი ეპატიჟება აშშ-ში სწავლის გაგრძელების მსურველებს!

2003 წლის სექტემბერში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, აშშ-ის მთავრობისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიხსნა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი კვალი, რომლის მიზანია ინფორმაცია მიაწოდოს ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერული ქსელი.

ტარდება ლექციები ამერიკის განათლების სისტემის შესახებ, ეწყობა გასამგზავრებლად მოსამზადებელი ლექციების კურსი.

სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წინასწარი ჩაწერის გარეშე ისარგებლონ ცენტრის მომსახურებით და მიიღონ საჭირო კონსულტაციური დახმარება კვალის თანამშრომლებისაგან.

ცენტრი აგრეთვე მასპინძლობს უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებსა და სტუდენტებს, სთავაზობს მათ დროებით სამუშაო სივრცეს, უფასო ინტერნეტს, დახმარებას უწევს პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრების მოწყობასა და სასურველი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებაში.

სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება კვალის ვებ-გვერდი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას აშშ-ს განათლების სისტემისა და კვალის საგანმანათლებლო ცენტრის მუშაობის შესახებ.